Tuesday, November 18, 2014

   რეფლექსია №1

 გავეცანი ვიუერის პროგრამას,მოდულებს, შეცქმენი საქაღალდე, სადაც განვათავსე შემთვის საინტერესო ფაილები. გავეცანი რესურსებს. განვიხილეთ პროექტი რომეო და ჟულიეტა. მივიღე დავალება შევარჩიო ჩემთვის საინტერესო თემა პროექტისათვის.

Friday, September 2, 2011

ბარომეტრები

პროექტის სახელწოდება: ბარომეტრები
პროექტის მთავარი იდეა 1–2 წინადადებით:  ბარომეტრის, ანეროიდის გაცნობა, მათი მუშაობის პრინციპების გაგება და გამოყენება. ატმოსფერული წნევის გაზომვა.
პროექტის აქტუალურობა:  მოსწავლეებს წარმოდგენა შეექმნება ბარომეტრებზე, დაინტერესდებიან  ამ ხელსაწყოების მუშაობის პრინციპით, ატმოსფერული წნევის გაზომვით. აგრეთვე დაინტერესდებიან თუ როგორ გამოიყენონ ეს ხელსაწყოები ყოფა ცხოვრებაში.
პროექტის მიზნები: ბარომეტრების გაცნობა, მათი დახმარებიტ ატმოსფერული წნევის გაზომვა და შესაბამისად ამინდის პროგნოზირება.
მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:01/09/2011 წ.   01/10.2011 წ
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეეცდებიან შექმნან ბარომეტრ–ანეროიდის მოდელი, მიხვდებიან ატმოსფერული წნევა როდის გაიზრდება და როდის შემცირდება, ამის საშუალებას მათ კოლოფის თავსახურზე დამაგრებული წკირი მისცემს. შესაძლებლობა ექნებათ თანამედრონე ბარომეტრ–ანეროიდი შეადარონ ვიდის მიერ შექმნილ ანეროიდს.
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო,  ბარომეტრი, ბარომეტრ–ანეროიდი. კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს შევახსენებ ტორიჩელის ცდას, ცდაში გამოყენებულვერცხლისწყლიან მილს მივამაგრებ ვერტიკალურ სკალას, მივიღებ უმარტივეს ვერცხლისწყლიან ბარომეტრს– ხელსაწყოს ,რომლითაც ატმოსფერულ წნევას ზომავენ.
      მოსწავლეებს განუმარტავ რომ ტორიჩელის ცდებმა მრავალი მეცნიერი დააინტერესა, მათ შორის პასკალიც. პასკალმა ტორიჩელის ცდა სხვადასხვა სითხეებზე: ზეთზე, ღვინოსა და წყალზე ჩაატარა,ვსვამ კითხვას ერთნაირი იქნებოდა თუ არა ამ სითხეების სიმაღლეები მილშინორმალური ატმოსფერული წნევის დროს? გამოთვალეთ თითოეულ შემთხვევაში რა სიმაღლის იქნებოდა მილში სითხის სვეტი. 1646 წელს პასკალმა წყლის ბარომეტრი დაამზადა. გამოთვალეთ რის ტოლი იქნებოდა ბარომეტრში წყლის სიმაღლენორმალური ატმოსფერული წნევის დროს? რამდენად მოსახერხებელია ამ ბარომეტრის გამოყენება.?
     მე–19 საუკუნის შუა წლებამდე ატმოსფერული წნევის გასაზომად სწორედ ისეთი ტიპის  ვერცხლისწყლიანი ბარომეტრები გამოიყენებოდა, როგორიც ტორიჩელმა შექმნა.1884 წელს კი ვიდმა შექმანა ახალი უსითხო ბარომეტრი–ანეროიდი.
   მოსწავლეებს მივცემ დავალებას, დაამზადონ ბარომეტრ–ანეროიდის მოდელი.   ახსნან მათი მოქმედების პრინციპი: საით გადაიხრება კოლოფის თავსახურზე დამაგრებული წკირი, თუ ატმოსფერული წნევა:
   ა) გაიზრდება:      ბ) შემცირდება?  რატომ?
    თანამედროვე ბარომეტრ–ანეროიდის მოქმედების პრინციპი ძალიან წააგავს ვიდის მიერ შექმნილი ანეროიდის მოქმედების პრინციპს. ანეროიდის ძირითადი ნაწილი ტალღოვანი ზედაპირის მქონე ლითონის კოლოფია, საიდანაც ჰაერია ამოტუმბული. იმისათვის რომ ატმოსფერულმა წნევამ კოლოფი არ ცაჭყლიტოს, მის სახურავი ზამბარიტ იწევა. ზამბარაზე ისარია, რომელიც ატმოსფერული წნევის ცვლილებისას მოძრაობს და მისი მოძრაობა სკალას გადაეცემა, რომელზეც დანაყოფები ვერცხლისწყლიანი ბარომეტრის ჩვენების მიხედვითაა აღნიშნული.
   ვსვამ კითხვებს:
      1.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულსასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტის ხელმძღვანელი: ლალი კაპანაძე
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: lalikapanadze8@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:lalikapanadze8.blogspot.com